top of page

ჩვენი აღმზრდელები და მასწავლებლები

KIDS CORNER-ის ხედვა მასწავლებლების შერჩევისას შემდეგია: მოტივირებული, პროფესიონალი, აქტიური ახალგაზრდები, რომელთა ერთადაც ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით. KIDS CORNER-ის წარმატება და მიღწეული შედეგები პირდპირ კავშირშია ჩვენი აღმზრდელების პროფესიონალიზმთან,  მათ აქტიურობასა და სიახლეებისადმი სწრაფვასთან. ვფიქრობ, უნდა იცნობდეთ მათ, ვინც საკუთარ დროსა და ენერგიას უთმობს ყველაზე მნიშვნელოვანს- ბავშვის განვითარებას!
ნინა შაშიკაძე
მარიამ ქიქავა
ელენე იმნაიშვილი
ამირან ასამბაძე
Kნინა შაშიკაძე- 

  ნინა შაშიკაძე​

 ქორეოგრაფი და მოცეკვავე აჭარის სახელმწიფო ანსამბლ ,,ხორუმში'', აერობიკის პროგრამის ხელმძღვანელი საბავშვო ბაღი:,, KIDS CORNER''

 KIDS CORNER-ის პროგრამა სრულიად იზიარებს ნინას უშუალო, ხალისიან, პროფესიონალურ მიდგომას ბავშვებთან. 

 ეს არის შემთხვევა, როცა აქტივობებს მარტო ბავშვი კი არა მშობელიც სიამოვნებით ესწრება. 

მარიამ ქიქავა

 ფსიქოლოგი, მუსიკოსი, მსახიობი შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის დასში. მუსიკალური პროგრამის ხელმძღვანელი საბავშვო ბაღი:„ KIDS CORNER''

 მარიამი პროგრესულად მოაზროვნე ახალგზრდაა, რომელიც იცნობს ხელოვნების ბევრს სფეროს, მუდმივად ცდილობს პროგრამაში შეიტნოს ცვლილებები და სიახლეები.

 ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს , რაც ეხმარება მუსიკალური პროგრამა გახადოს მრავალფეროვანი.

 

ელენე იმნაიშვილი

 ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, მხატვარი, ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდა, 

რომელიც თავის ნიჭს, გამოცდილებასა და დროს უთმობს უმთავრესს- შეაყვაროს ბავშვებს ხელოვნება.

 ელენეს მუშაობის სტილი და მეთოდი ბავშვისთვის არის ხელოვნებასთან დაახლოების, კარგი გემოვნების ჩამოყალიბების შანსი. 

  

ამირან ასამბაძე 

ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის ნახევარმცველი, სომხური დიასპორის გუნდის ნახევარმცველი, 

 საბავშვო ბაღი: ,, KIDS CORNER''-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვნელი.  

 მისი მიზანია ახალ თაობაში სპორტული ცხოვრებისადმი ინტერესის გაღვიძება და ჯანსაღი ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა.

  

საბავშვო ბაღი-სტუდია- „KIDS CORNER''

ბავშვთა განმავითარებელი ცენტრი-- ,,ნათელი ჰორიზონტი''

bottom of page