
ჩვენ შესახებ

საბავშვო ბაღი- ,, KIDS CORNER''
საბავშვო ბაღი - ,,KIDS CORNER'' (საბავშვო კუთხე) შეიქმნა ბავშვთა განმავითარებელი ცენტრი - ,, ნათელი ჰორიზონტის'' ბაზაზე.
საბავშვო ბაღის პროგრამა და ბავშვებისადმი მიდგომა სრულიად ახალია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ორიენტირებულია ბავშვის მოთხოვნილებებსა და მათში არსებული რესურსის სრულ ათვისებაზე.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ყოველდღიურად მუშაობს: აღმზრდელი, სპორტის, აერობიკის, მუსიკის, ცეკვის, ხელოვნების, ინგლისურის პედაგოგი და ფსიქოლოგი.
განსხვავებულია ჩვენი ხედვა საგაკვეთილო პროცესის, კვების, აღმზრდელისა და ბავშვი ურთიერთობის, საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
ვთვლით, რომ საბავშვო ბაღი, არის ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ცენტრი და გადამწყვეტი ფაქტორი, საბავშვო ბაღისადმი ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, ხშირად, განსაზღვრას შემდგომი საგანმანათლებლო საფეხურებისადმი და პროცესისადმი ინტერესს.
საბავშვო ბაღი , კერძოა ის თუ საჯარო, დამფუძნებელთან ერთად უნდა ეკუთვნოდეს ბავშვს , მშობელს, საზოგადოებას, რაც გულისხმობს მათი ინტერესების უპირობო დაცვას, მშობლების აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობას, ჯანსაღი თაობის აღზრდაში წვლილის შეტანას.
საბავშვო ბაღის სივრცე ადაპტირებულია ისე, რომ ბავშვისათვის ბაღი არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფით, სადაც ის გაატარებს მთელ დღეს. სივრცეები გადანწილებულია შემდეგნაირად: აერობიკის, მუსიკის, ცეკვის, ხელოვნების, დრამატული აქტივობების, ფსიქოლოგის ოთახები, სადაც ჯგუფები განწილებული დროის მიხედვით მონაცვლეობენ და მხოლოდ, ძირითად (წერისათვის მზაობა, კითხვისათვის მზობა, ინგლისური, მათემატიკური და ლოგიკური სავარჯიშოები, ლიტერატურის საათი) პროგრამულ აქტივობებს ახორციელებენ ჯგუფებში.
ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა 10. გამომდინარე პროგრამის სპეციფიკიდან
ეს არის ჯგუფის ოპტიმალური ზომა.
კვება და ჰიგიენა, საგანმანათლებლო პროცესთან ერთად საბავშვო ბაღის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ვთლით, რომ მსგავსად შემეცნებითი ინფორმაციისა, საკვების მიწოდებაც უნდა ხდებოდეს ბავშვისთვის სახალისოდ და კრეატიულად, რასაც ჩვენი გამოცდილი მზარეული და კონდიტერი ყოველდღიურად უზრუნველყოფს.
სასწავლო პროცესი მოიაზრებს როგორც საბავშვო ბაღის შიგნით , ისე მის გარეთ დაგეგმილ აქტივობებს (ექსკურსია, პიკნიკი, საველე გასვლა, ფოტოსესია, გასეირნება, შემეცნებითი აქტივობები ბუნებაში, მუზეუმი, თეატრი, კინო, გამოფენა)
საბავშვო ბაღს გააჩნია საკმაოდ აქტიური ტექნიკური-ფოტო-ვიდეო სივრცე, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სტუდიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების ასახვას და გაზიარებას.
საბავშვო ბაღის მუშაობის საათები: 09:00 - 19:00 სამუშაო დღეებში.
ბაღში ფუნქციონირებს ბავშვთა განმავითარებელი ცენტრი შაბათ-კვირას (10:00 - 14:00) (14:00-18:00) სადაც ჩვენი აღსაზრდელები ისარგებლებენ ფასდაკლებით.