top of page

პროგრამები

 

  2-3 წლიანთა ჯგუფი

 

 

 

2-3 წლიანთა საგანმანათლებლო პროგრამა აგებულია ხუთი ძირითდი კომპონენტის ირგვლივ

1. შემეცნებითი განვითარება -  ბავშვის უნარი ისწავლოს და გადაჭრას პრობლემები, მარტივ მათემატიკურ პრობლემასთან გამკლავების სწავლა, ლიტერატურის საათი (ლექსი, ზღაპარი, მოთხრობა) .

2. სოციალური და ემოციური განვითარება -ბავშვის უნარი იურთიერთოს სხვებთან, მათ შორის საკუთარი თავის დახმარება და თვითკონტროლი, ბავშვის მიერ სკოლის თამაშებში რიგითობის დაცვა.

3. მეტყველებისა და ენის განვითარება - ბავშვის უნარი გაიგოს და გამოიყენოს ენა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, გამართულ მეტყველებაზე მუშაობა. 

4. წვრილი მოტორული უნარების განვითარება - ნიშნავს ბავშვის მიერ მცირე კუნთების, განსაკუთრებით, ხელების და თითების გამოყენებას მცირე საგნების ასაღებად, კოვზის დასაჭერად, წიგნის გადასაფურცლად, ფერადი ფანქრით დასახატად. წვრილი მოტორული უნარების განვითარებ უმეტესა ხდება-ხატვის, ძერწვის, მოზიკის , ქვიშით თამაში აქტივობებზე.

5. მსხვილი მოტორული უნარების განვითარება -  ბავშვის მიერ დიდი კუნთების გამოიყენებას. მსხვილი მოტორული უნარების განვითარება და დახვეწა ყოველდღიურდ ხდება სპორტულ, აერობიკის, ცეკვის აქტივობებზე და შესბამისი თამაშების დროს.

6. თავისუფალი თამაში- ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვის განვითარებისთვის. როლური , დრამატული, სპორტული , შემეცნებითი თამაშები ავითარებს მის წარმოსხვას, კომუნიკაციურ, სასცენო , სამეტყველო უნარებს. 

 
4-5 წლიანთა ჯგუფი
4-5 წლიანთა საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს
 1. სპორტული აქტივობები - დილის ვარჯიში, მხირული სტარტები, სირბილი, ხტუნვა, სახალისო სპორტული აქტივობები, ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, ჭადრაკი.
 
  2.ფსიქოლოგის მუშაობა- ფსიქოლოგი უზრუნველყოფ ყოველდღიურ მუშაობას ინდივიდულურდ და ჯგუფში. მუშაობა მიმდინრეობს ორი მიმრთულებით: ფსიქო-დიაგნოსტიკა და ფსიქო-განმავითარებელი მუშაობა.
  3.აერობიკა- აერობიკა, აჯანსაღებს ბავშვის ორგანიზმს, ხდის მას უფრო აქტიურსა და მოქნილს, უმჯობესდებ ნივთიერებთა ცვლა და სისხლის მიმოქცევა. იხვეწება სხეულის ფორმები და უხეში მოტორიკა.
 4.მუსიკა- ჩვენს საბავშვო ბაღში, მუსიკა, არა მარტო საგანი არამედ მთელი საგანმანათლებლო პროცესის თანმხლები მოვლენაა. მუსიკალური პროგრამა ითვალისწინებს - მუსიკალური მიმდინარეობების , მუსიკალური საკრავების, კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ჯგუფების, კინო მუსიკის გაცნობას. მუსიკალური კომპოზიციები არის ოთხ ენოვანი: ქართული, ინგლისური, რუსული და ფრანგული.
 5. ხელოვნება - ხატვა, ძერწვა, სკულპტურა, კოლაჟირება , მოზაიკა, ხატვა სხვადასხვა მასალაზე (ქვა, მინა, ხე, ფურცელი) , მხატვრთა შემოქმედების გაცნობა და ძალების მოსინჯვა ხატვის ბევრ მიმდინარეობაში. პროგრამა მოიცავს: თავისუფალი და თემატური ხატვის აქტივობებს.
 6. სამეცნიერო ექსპერიმენტები-  სამეცნიერო ექსპერიმენტები, ბავშვს ეხმარება უკეთ შეიმეცნოს სამყარო გასცეს პასუხი ბევრ მისთვის საინტერესო კითხვას(როგორ იფრქვევა ვულკანი, როგორ ჩნდება წვიმა, თოვლი, და ა.შ), დაიჯეროს ის , რაც ეგონა არარეალური, გაუღვივდეს ინტერესი კვლევითი მუშაობის მიმართ.
 7. საბავშვო ისტორია და  გეოგრაფია- ბავშვის ნათელი მომავლისთვის უცილებელია კარგად ერკვეოდეს მისი გარემომცველი სამყაროს წარსულში და აწმყოში. ჩვენი პროგრამა უზრუნველყოფს ისტორიულ-გეოგრფიული მასალის თვალსჩინო, საინტერესო მიწოდებას, ყოველგვარი თეორიული დოგმატების გარეშე, ბავშვი ყოველგვარი ძალდტნების გარეშე სწავლოს და ეცნობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ანტიკური რომი, საბერძნეთი, მთა, ვულკანი.
 8. ინგლისური- მშობლიურ ენასთან ერთად, თანამედროვეობამ მოიტანა ინგლისური ენის უდიდესი საჭიროება. ინგლისური ენის პროგრამ მოიცვს: საბავშვო სიმღერების, თამაშების მეშვეობით საბაზისო ენობრივი უნარების დაუფლებას, რაც შემდგომში იქნება მყარი საფუძველი ინგლისური ენის შესწავლისა.
 9. მათემატიკური და ლოგიკური უნარების გავრჯიშება- შესაბმისი თამაშებისა და აქტივობების მეშვეობით ძირითადი მათემტიკური სიმბოლოების, ოპერაციების შესწავლა და დახვეწა.
 10. საბავშვო  ლიტერატურის საათი- კლასიკური და თანამედროვე მწერლების და მათი ნაწარმოებების გაცნობა, ნანახის ინტერპრეტაციასა და გადმოცემაზე მუშაობა, ზღაპრების შეთხზვა და შემოქმედებითობის გავარჯიშება.
11. დრამატული აქტივობები- KIDS CORNER-ის პროგრამა ითვლისწინებს ბავშვის მიერ მიღებული ცოდნის, მისი მუშაობის შედეგების, მუშაობის პროდუქტების-წარმოდგენას, ყოველთვიურად სპექტაკლებზე, გამოფენებზე. ყოველ თვიურად ახალი მუსიკალური პროგრამის, სცენარის დამუშავება საუკეთესო საშუალებაა ბავშვისთვის გაიგოს რაღაც-ყველაფერზე და ყველაფერი-რაღაცაზე.

საბავშვო ბაღი-სტუდია- „KIDS CORNER''

ბავშვთა განმავითარებელი ცენტრი-- ,,ნათელი ჰორიზონტი''

bottom of page